სასტუმრო კალასი მდებარეობს თბილისის უძველეს ისტორიულ კულტურულ ცენტრში, აეროპორტიდან 16 კმ-ში. გეოგრაფიულად თბილისის ცენტრი ზუსტად ამ ადგილს ემთხვევა. აქედან იწყება ტურისტული ბილიკი ნარიყალასკენ, გარშემო მდებარეობს უამრავი ეკლესია, აგრეთვე სინაგოგა, მეჩეთი. აქვეა ცნობილი შარდენის ქუჩა. სასტუმრო ახლოსაა რუსთაველის პროსპექტთან, თავისუფლების მოედანთან, მუზეუმთან და თეატრთან.
სასტუმრო კალასი მოიცავს 42 თანამედროვე, კეთილმოწყობილ ნომერს. ნომრები უზრუნველყოფილია სატელიტური ტელევიზიით, ინტერნეტით, კონდიცირებისა და გათბობის უახლესი სისტემით, სიგნალიზაციით, მინი ბარით, ფენით, აგრეთვე სრულად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით. ნომრების ღირებულებაში შედის საუზმე.
ძვირფასო, სტუმრებო, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის. მობრძანდით!